ევროპელი ურჩხულის საბოლოო სიტყვა

ევროპელი ურჩხულის საბოლოო სიტყვა

    მთელი მსოფლიო და ევროპა შეძრა ნორვეგიულ კუნძულ უტოიაზე დატრალებულმა საზარელმა ტრაგედიამ. ნორვეგიელმა ნაცისტმა, ანდრეს ბრეივიკმა ათეულობით უდანაშაულო ბავშვი (ძირითადად ეთნიკური ნორვეგიელები) გამოასალმა სიცოცხლეს. მათ შორის ქართველი გოგონაც იყო.
    როგორც არ უნდა ეცადოს ევროპული პრესა, ნორვეგიელი ურჩხული ჩვეულებრივ შეურაცხადად და მანიაკად გამოაცხადოს, საკმარისია გაეცნოთ სასამართლოზე წარმოთქმულ მის საბოლოო სიტყვას, რომ დარწმუნდეთ: საქმე ბევრად უარესადაა, ვიდრე ვიდრე ვინმეს სურს წარმოაჩინოს.
    სისტემათა თეორიის სპეციალისტები ბრეივიკის მაგვარ ფენომენს «სისტემურ გარღვევას» უწოდებენ ხოლმე. და იმასაც დასძენენ, რომ გარემო–პირობების გარეშე ამგვარი გარღვევები არ ხდება. მას გარკვეული საზოგადოებრივ–ფსიქოლოგიური წინამძღვრები აქვს.
    უტოიას კატასტროფამდე მცირე ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპული მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ არ გაამართლა და (ანუ) იგი ძველი ნაციონალიზმით უნდა შეიცვალოს. ოღონდ ამჯერად საერთოევროპული ყაიდის ნაციონალიზმით. ეს რომ ინგლისის, ესპანეთის ან საფრანგეთის ლიდერს ეთქვა, – ასეთ შეშფოთებას არ გამოიწვევდა, მაგრამ როდესაც მულტიკულტურალიზმის კრახს გერმანიის (ნაციზმის სამშობლოს) ხელმძღვანელი აღიარებს, – ნამდვილად დამაფიქრებელია.
    ბრეივიკი გარეწარი და ნაძირალაა, მაგრამ ჩვეულებრივი გიჟი რომ არ არის და ამერიკულ სტუდენტურ კამპუსებში ან ჰიპერმარკეტებში შეჭრილი შეშლილებისგან თვისებრივად განსხვავდება, – მისი საბოლოო სიტყვაც ადასტურებს.
    ამიერიდან, ევროპას მოუწევს მასთან ერთად ცხოვრება, რაკი ბრეივიკს სიკვდილს ვერ მიუსჯიან (გაუქმებულია სასჯელის ეს «სასტიკი ზომა» ევროპაში) და იგი არც თუ ისე ხანმოკლე დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში ან კლინიკაში გაატარებს. ესე იგი ევროპელების გვერდით, რათა მუდმივად შეახსენოს სერიოზული პრობელმების არსებობა მათ ცივილიზაციაში
   
   

ანდრეს ბრეივიკი:
   

    ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ 22 ივლისის აქცია ბარბაროსობა იყო. მახსოვს, 21 ივლისს ვფიქრობდი: «ხვალ მე მოვკვდები». მაგრამ რატომ ვიყავი მზად მოვმკვდარიყავი?
    თავიდანვე ვიტყვი, რომ ტყუილად ცდილობთ გიჟად გამომაცხადოთ. 37 ფსიქიატრიდან – 35–მა დაასკვნა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ ფსიქიკური თვალსაზრისით.
    ჩემი მთავარი სათქმელი კი ისაა, რომ დემოკრატიული მოდელი ევროპაში არ მუშაობს. ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. 1960–იან წლებში, ნორვეგიის მმართველმა მუშათა პარტიამ მიიღო ემიგრანტთა დიდი ჯგუფი პაკისტანიდან, რომლებიც ფინეთში არ შეუშვეს. ნორვეგიაში ისინი ტურისტული ვიზებით ჩამოვიდნენ. ეს იყო ნორვეგიული მულტიკულტურალისტური ექსპერიმენტი. მაშინ დიდ ბრიტანეთს ვბაძავდით. ასე დაიწყო კულტურული კონსერვატორებისა და ნაციონალისტების შევიწროვება ევროპაში. ეს იყო პოლიტიკური დისკრიმინაცია. არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც კულტურულ კონსერვატიზმს ქადაგებდნენ, არავითარ დახმარებას არ იღებდნენ. მათ გაზეთებს სუბსიდიებს არ აძლევდნენ. ხორციელდებოდა ცენზურა.
    ეკოლოგიური მოძრაობის ლიდერმა, სტეინარ ლემმა (Steinar Lem), რომელიც რამდენიმე წლის წინ კიბოთი გარდაიცვალა, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე თქვა, რომ ჩვენ ვიბრძოდით ტიბეტისა და ტიბეტელების უფლებებისთვის, მაგრამ ნორვეგიაში აკრძალული იყო იმის თქმა, რომ ნორვეგიელებს მშობლიურ მიწაზე აქვთ ისეთივე უფლებები, როგორც ტიბეტელებს – ტიბეტზე. იგი ექიმს გამოუტყდა, რომ მხოლოდ სიკვდილის მოახლოებამ მისცა უფლება, ეთქმა სიმართლე.
    მე თვითონ ვწერდი მორალური ღირებულებების ნგრევის შესახებ ევროპაში. ამ სფეროში სერიოზული პრობლემებია. დღეს ნორვეგიაში მკვიდრდება იდეალები, რომლებიც ძალზე მავნებელია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისათვის. ოჯახური ღირებულებების განმტკიცების ნაცვლად, მიმდინარეობს აღვირახსნილი სექსის პროპაგანდა. ამის მაგალითია სერიალი «სექსი დიდ ქალაქში», სადაც ასეულობთ სერიის განმავლობაში ხდება აღვირახსნილობის პროპაგანდა. აი, ასეთი «იდეალები» მკვიდრდება დღეს ნორვეგიასა და ევროპაში. ეს არის სწორედ ავადმყოფობა! საზოგადეობა აუცილებლად უნდა დავიცვათ. როდესაც ამ ავადმყოფურ იდეებს მხარს უჭერთ, თქვენ ღალატობთ საკუთრ ვალს ერისა და ოჯახის წინაშე.
    მრავალი ნორვეგიელი მემარჯვენე პოლიტიკოსი შეურაცხადად გამოცხადეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ზოგიერთი მათგანი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გარდაიცვალა. აუცილებელია მათი ნათესავებისათვის კომპენსაციის გადახდა.
    22 ივლისს მე საპასუხო აქცია განვახორციელე მემარჯვენე და ნაციონალისტური პარტიების შევიწროვების წინააღმდეგ.
    ნორვეგიის მუშათა პარტია დახმარებას საბჭოთა კავშირისგან იღებდა, მაგრამ არასწორი იქნებოდა მათთვის კომუნისტები გვეწოდებინა, რაკი გეგმიურ ეკონომიკას მხარს არ უჭერენ. ისინი უფრო კულტურული მარქსისტები არიან, ანუ მარქსისტები კულტურის სფეროში. დღეს ისინი ნორვეგიას ეთნიკური და კულტურული თვალსაზრისით ღალატობენ.
    იაპონიისა და სამხრეთ კორეის მაგალითი ადასტურებს, რომ ქვეყნები, რომლებიც მასობრივ იმიგრაციას უარს ეუბნებიან, საბოლოოდ უფრო ძლიერნი არიან. ჩვენ კი უდიდესი კუოლტურული, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები გველის. ნორვეგიის მმართველ პარტიას ნორვეგიული კულტურის განადგურება სურს. ასეულობით ათასი ადამიანი გაათავსუფლეს სამსახურიდან, – ნაცისტები და ფაშისტები უწოდეს იმის გამო, რომ იმიგრაციის წინააღმდეგნი იყვნენ. მაგრამ ასეთი დემონიზაცია მაინც უკეთესია, ვიდრე იგნორირება. იგნორირება ყველაფერზე უარესია!
    ასეულობით ადამიანმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ საჯაროდ აცვეს ჯვარს მათი კონსერვატიული და ნაციონალისტური შეხედულებების გამო. კიდევ ერთი მომენტია საკუთარი კულტურის სიძულვილი. სწორედ ნორვეგიული საზოგადოებაა ღრმად ავად, რაკი სძულს საკუთარი თავი და თავისი ეროვნული კულტურა.
    ეს კოლექტიური ფსიქოზია. მაგალითად კმარა ნორვეგიის მონაწილეობა ე.წ. ევროვიზიის კონკურსში. 2009 წელს ჩვენ ნორვეგიის წრმომადგენლობა ამ კონკურსზე ბელორუს იმიგრანტს ვანდეთ. ორი წლის შემდეგ კი, სეტლა მვანგის – აფრიკული სიმღერით.
    ეს ხომ იმ ნორვეგიელების ნამდვილი დაცინვაა, რომლებიც კულტურულ–კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ?! კი მაგრამ, რატომ უნდა ირჩევდეს ნორვეგია თავის ელჩებად იმიგრანტებს? ნორვეგიელები აღარ არიან ნორვეგიაში, რათა ამ კონსკურზე წარსდგნენ? თუ საკუთარი თავი გვძულს? წელს ევროვიზიაზე ირანელი გავაგზავენთ. ეს ხომ ნორვეგიის შეურაცხყოფაა?!!
    ზოგიერთები დაავადებულნი არიან კულტურული სიძულვილთ საკუთარი თავის მიმართ და მკურნალობას საჭიროებენ. წამალი კი, ამ შემთხვევაში – მეტი ნაციონალიზმია.
    ახლა, რაც შეეხება «მკვიდრი ერების» თემას. გაერო არ ცნობს ევროპელებს ევროპის მკვიდრ მოსახლეობად, რაკი «კულტურული მარქისტების» გავლენის ქვეშ იმყოფება. ამით ხდება ევროპულ სახელმწიფოთა დეკონსტრუქცია, რასაც არა მხოლდო გაერო, არამედ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უწყობს ხელს.
    რატომ ხდება, რომ ტიბეტისა და ბოლივიის მკვიდრი მოსახლეობის ბრძოლა სამართლიანად ითვლება, ხოლო ევროპელთა უფლებებისათვის მებრძოლებს «რასისტებს» უწოდებენ? არადა, ჩვენი ბრძოლის არის იგივეა: თავდაცვა ეთნიკური და კულტურული განადგურებისაგან.
    ისლამისტები, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროპამ ისინი ვერ შეცვალა. პირიქით – მათ შეცვალეს ევროპა. მაჰმადიანები ევროპაში კოღოებივით მრავლდებიან. ერთ ევროპელ ქალზე 1,4 ბავშვი მოდის. მაჰმადიან ქალზე კი – 3,5 ბავშვი. მუამარ კადაფი ამბობდა, რომ ალაჰი მუსლიმებს ევროპაში გამარჯვებას მოუტანს ტერორისა და თავგანწირვის გარეშეც: მილიონობით მუსლიმი ევროპას მაჰმადიანურ კონტინენტად აქცევს სულ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. 1900 წელს კოსოვოში მოსახლეობის 60 პროცენტი ქრისტიანი იყო. 1971 წელს კი – 79 პროცენტი. დღეს 93 პროცენტით მაჰმადიანურია. ანუ, კოსოვო რომ ქრისტიანულიდან – მუსლიმანურად ქცეულიყო, სულ ასი წელი აღმოჩნდა საკმარისი.
    ეს დემოგრაფიული ომია. ომი, რომელიც წარმოებს ევროპისა და ნორვეგიის წინააღმდეგ.
    ახლა, რაც შეეხება ბრალდებებს ჩემს წინააღმდეგ. დაზარალებულთა ადვოკატები მე «ბავშვების მკვლელს» მიწოდებენ. თუმცა ცნობილია, რომ უტოიაზე დაღუპულთა საშუალო ასაკი 18 წელს აღემატებოდა. ეს მსოფლიო ომებში მონაწილეთა საშუალო ასაკია. ნორვეგიელი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში გავაგზავნეთ, 18 წლისანი არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ომში ბავშვებს ვაგზავნით? ათასობით ბავშვი იღუპება ყოველწლიურად აბორტების შედეგად.
    ისტორია დაადასტურებს, რომ მე ბარბაროსობა ჩავიდინე იმ მიზნით, რათა კიდევ უფრო დიდი ბარბაროსობა არ დამეშვა. ჩემი ძმები ნორვეგიისა და ევროპის წინააღმდეგობის მოძრაობიდან ყურადღებით აკვირდებიან ამ სასამართლო პროცესს და ახალ შეტევებს გეგამვენ. შვედეთში ერთ–ერთ ატომურ სადგურზე ასაფეთქბელი მოწყობილობა უკვე აღმოაჩინეს. ეს შეიძლება ჩემი შვედი ძმების წინააღმდეგობის გამოვლინება იყოს. მზადდება შეტევები ევროპის სხვა ატომურ სადგურებზე. ასე რომ, ხელისუფლებები გონს უნდა მოეგონ, სანამ გვიან არ არის.
    ჯერ–ჯერობით კი, ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნებოდა ჩვენთვის – ნორვეგიელი ნაციონალისტებისათვის ნორვეგიაში კულტურული ავტონომიის მინიჭება. ეს იქნება ავტონომია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მულტიკულტურალიზმისა და იმიგრაციის წინაარმდეგ ილაშქრებენ. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნაციონალ–კონსერვატორებისთვის. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ მულტიკულტურალისტურ ჯოჯოხეთში!
    თავდაპირველად ნორვეგიის ტერიტორიის 1–2 პროცენტიც გვეყოფა. შემდეგ, თანდათანობით გაიზრდება. შესაძლოა ეს წინადადება ადასტურებდეს მცდელობას, მე გიჟად გამომაცხადონ, მაგრამ ვალდებული ვარ გამოვთქვა კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი.
    ეს სასამართლო ჭეშმარიტების ძიებაა. მიმდინარეობს ბრძოლა ქრისტიანობის, ნორვეგიული კულტურისა და იდენტობის განადგურებისთვის. მაშ როგორ შეიძლება უკანონო იყოს შეიარაღებული წინააღმდეგობა? ეს ხომ თავდაცვა იყო?!!!
    მე ვმოქმედებდი მათ წინააღმდეგ, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად ანადგურებს ჩემს ქვეყანას. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას! მე ვმოქმედებდი ჩემი ხალხისა და რელიგიის სახელით. ეს პრევენციული დარტყმა იყო ჩემი ერის დასაცავად.
    ამიტომ მოვითხოვ, რომ სრულებით გამამართლონ.
   

2012